საწრეო მუშაობის რეფლექსია




      ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის  Iბ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში  შეიქმნა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე.. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია  ხელმისაწვდომი  იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან  წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე  ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).
-------

          წრეში გაერთიანებული იყო  26 მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით,  ოთხი გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის  გათვალისწინებით.
   საწრეო  მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  და ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართ მეტი ინტერესი გაჩენა, რათა უკეთ შეიცნონ მშობლიური ენის  სამყარო და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და სამშობლოს მიმართ.
      საწრეო მუშაობა  საკმაოდ ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს  მიწოდებული ნაწარმოებების სიღრმისეულად გააზრება და შესწავლა,  დამატებითი ინფორმაციისათვის გამოვიყენე საბავშვო ფილმი ზღაპრები,სპექტაკლები, ,,დიდი წიგნები", სპექტაკლებზე დასწრება, ბიბლიოთეკაში სტუმრობა, რამაც მოსწავლეებში აამაღლა მოტივაცია . მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი თავისი ინიციატივით კითხულობდა ზღაპრებს, მოთხრობებს. სწავლობდა ლექსებს, ანდაზებს, გამოცანებს. ადგენდა რებუსებს, კროსვორდებს. ქმნიდა ხელნაკეთ წიგნებს .
     სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი და  კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. შეხვედრებზე ვიყენებდი როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ რესურსებს. მუშაობის პროცესი ხელს უწყობდა სწავლის გაღრმავებასა და ტრანსფერს. წრის პროგრამული საკითხები მათ ნათელ წარმოდგენას უქმნიდა ლიტერატურის შესახებ.
 წრის  წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
     ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას. აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო, რადგან მათი შვილები ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ  და მათი აზრით წრეზე მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გაუმყარებთ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სიყვარულს. 
    ქართული ენისა და ლიტერატურის საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზეც.

15.05. 2019 წ.
ნ.არდია

No comments:

Post a Comment