საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები
|
მიმართულება:
ზეპირმეტყველება
|
|
|
სტანდარტის შედეგები
|
I კლასის შეფასების
ინდიკატორები
|
|
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა
ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
|
მოსწავლე:
Ø სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
Ø გასაგებად
გამოხატავს სათქმელს;
Ø გადმოსცემს
ფაქტებს;
Ø საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს
(უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
Ø ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ
ინსტრუქციებს;
Ø ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად
იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკასა და
სხვ.).
|
|
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება
და გადმოცემა.
|
მოსწავლე:
Ø ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
Ø ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა
და დასასრულის ფორმულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
Ø ამოიცნობს
ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში;
Ø ამოიცნობს
კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø აკავშირებს
ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან
დამოუკიდებლად);
Ø ამოიცნობს მოსმენილი
მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
Ø ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ
ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
Ø
გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (მარტივი
საყრდენების გამოყენებით ან მათ გარეშე).
|
|
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული
საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის,
მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
|
მოსწავლე
Ø
იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს, ცდილობს ახსნას, რით ჰგავს იგი მოსმენილს;
Ø
აფასებს პერსონაჟსა და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია;
კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
Ø
აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა), ცდილობს ნათქვამის
ახსნას.
|
|
ქართ.დაწყ.(I).4.
მოსწავლემ
უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა
და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა
და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
|
მოსწავლე:
Ø
მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს/ მარცვლებს სიტყვაში;
Ø
განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
Ø
ადეკვატურად იყენებს აქტიურ ლექსიკას;
Ø
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
Ø
მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას,
თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
Ø
იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
Ø
ამოიცნობს და სათანადოდ იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ
ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.);
Ø
წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
Ø
თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“, „მნა-მნა“...)
გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს;
Ø
მეტყველებს გაბმულად (შეფერხებების გარეშე), მკაფიოდ და გასაგებად.
|
|
ქართ.დაწყ.(I).5.
მოსწავლემ
უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე
Ø სვამს
შეკითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის, კონკრეტული ფაქტის/ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø მიზნის
შესაბამისად იყენებს საყრდენებს (მაგ., მინიშნებებს, ილუსტრაციებს, შეთავაზებულ მარტივ
სქემას, ინსტრუქციასა და
სხვ.).
|
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø
სიტუაციური/როლური თამაშები,
ჯგუფური აქტივობები
(მოსწავლეთათვის სხვადასხვა სამეტყველო როლის შეთავაზებით);
Ø
ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) ნაცნობი ტექსტის/თემის
შესახებ;
Ø
თხრობა, საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე წინასწარ მიცემული
მარტივი გეგმის/ინსტრუქციის საფუძველზე (მაგ., საუბარი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ
რუბრიკებით: „დილა“, „შუადღე“, „საღამო“);
Ø
პერსონაჟის განსახიერება (შესაბამისი ხმის ტემბრით,
ჟესტებით, მიმიკით, ინტონაციით, რიტმული მოძრაობებით) და/ან განსახიერებული პერსონაჟის
ამოცნობა;
Ø
ილუსტრაციის აღწერა მოქმედების დასახელებით, საგნებისა
და მათი განლაგების (წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ) აღნიშვნით;
Ø
მოსმენილი ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების
მიხედვით
ილუსტრაციების შექმნა და დასათაურება
Ø
და სხვა.
|
|
|
მიმართულება:
კითხვა
|
|
|
სტანდარტის შედეგები
|
I კლასის შეფასების ინდიკატორები
|
|
ქართ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ
უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
|
მოსწავლე:
Ø სიტყვებში
გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ბგერებს;
Ø სიტყვებს
შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
Ø თავისუფლად
ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
Ø ნაცნობ ასოებს
ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
Ø თავისუფლად
კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
Ø თავისუფლად
კითხულობს ანბანის ყველა ასოს;
Ø ხმამაღლა
(მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ
მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
Ø ხმამაღლა კითხვისას
სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
Ø ცდილობს სათანადო
ინტონაციით გამოხატოს წინადადების მოდალობა (თხრობითი და კითხვითი წინადადებების);
Ø აგრძელებს
სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
|
|
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში
ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა
და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
|
მოსწავლე:
Ø
ამოიცნობს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ
ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, როგორ...);
Ø აკავშირებს
ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან
დამოუკიდებლად);
Ø ამოიცნობს მარტივი სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., მისალოცი/მოსაწვევი ბარათის,
რეკლამის, გამაფრთხილებელი აბრის, სხვ.) დანიშნულებას, ადრესატს;
Ø
გამოაქვს დასკვნა ნაწარმოებში
წამოწეულ ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე/თემებზე (მაგ., სიზარმაცე ცუდია, უნდა იყო
მეგობრული...);
Ø
იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ- ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს
(მაგ.,
იცავს
უსაფრთხოების წესებს, ქმნის მარტივ ნაკეთობას და სხვ.);
Ø დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს/დავალების პირობას;
Ø
ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში
მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციასა და ილუსტრაციას.
|
|
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე
ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით;
ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
|
მოსწავლე:
Ø
ხატავს/აფერადებს წაკითხული
ნაწარმოების ცალკეულ ეპიზოდს/პერსონაჟს;
Ø
წარმოადგენს მხატვრული ტექსტის
პერსონაჟს სათანადო ხმის ტემბრით, ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით (ნაწარმოების ინსცენირების,
როლური თამაშის დროს);
Ø
ილუსტრაციაზე დაყრდნობით ჰყვება
ამბავს.
|
|
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული
ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან
მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
|
მოსწავლე:
Ø
წაკითხული ტექსტის მიმართ
გამოხატავს პირად დამოკიდებულებას (მომეწონა/არ მომეწონა);
Ø
ვერბალური თუ არავერბალური
ტექსტებით გადმოცემულ ამბავს უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., მე როგორ მოვიქცეოდი/მოვიქეცი
ანალოგიურ სიტუაციაში);
Ø
აფასებს პერსონაჟის საქციელს (კარგად/ცუდად
მოიქცა; კეთილია, ზარმაცია და ა.შ.).
|
|
ქართ.დაწყ.
(I).10.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და
კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
|
მოსწავლე:
Ø განარჩევს ერთმანეთისაგან
წიგნის გარეკანს,
თავფურცელს, სათაურს,
ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს,
სხვ.;
Ø
ამოიცნობს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, აბზაცს,
წარწერას,
ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
Ø
ამოიცნობს ტექსტის, აბზაცის,
სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
Ø
განარჩევს მარტივი სახის პრაგმატული
ტექსტების (წერილის, მისალოცი ბარათის, სხვ.) სტრუქტურულ ელემენტებს (მიმართვას,
ძირითად ტექსტს, ხელმოწერას), ამოიცნობს მათს ფუნქციას.
|
|
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ
ფორმებზე დაკვირვება.
|
მოსწავლე:
Ø
განარჩევს წინადადებათა მოდალობებს
(თხრობით, კითხვით, ბრძანებით წინადადებებს);
Ø
ცდილობს უცნობი ლექსიკური
ერთეულების, ენობრივი ფორმების მნიშვნელობის გააზრებას (სხვათა დახმარებით);
Ø
ამოიცნობს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის
ნიშანს, ძახილის ნიშანს).
|
|
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø
სიტყვის/წინადადების/მონაკვეთის უკეთ გასაგებად უბრუნდება
წაკითხულს;
Ø
კონტექსტზე დაყრდნობით ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვის
მნიშვნელობა ან მიმართავს მასწავლებელს/მშობელს;
Ø
ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რაზე/ვისზე
შეიძლება იყოს ნაწარმოები;
Ø
საჭიროებისამებრ იყენებს საყრდენებს/მინიშნებებს
(ილუსტრაციას, მარტივ გეგმას, სხვ.);
Ø
საჭიროებისამებრ
იყენებს მულტიმედიურ რესურსებს (ნეტბუქის მასალას).
|
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø სიტყვებში ნაცნობი ასოების პოვნა და მათი შესაბამისი ბგერების წარმოთქმა;
Ø სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიული ხატების შედარება, საერთო მარცვლების,
ასოების პოვნა;
Ø ასოებისაგან სიტყვის, მოკლე წინადადების შედგენა მოძრავი ანბანის გამოყენებით;
Ø სიტყვაში გამოტოვებული ასოს აღდგენა, წინადადებაში - გამოტოვებული სიტყვისა;
Ø სიტყვათა ჩამონათვალში მითითებული სიტყვის პოვნა;
Ø სიტყვის გრაფიკული ხატისა და
სურათის დაკავშირება;
Ø საბავშვო წიგნების, ჟურნალების დათვალიერება-განხილვა ილუსტრაციებზე,
მსხვილ შრიფტსა და სხვა ფორმალურ მახასიათებლებზე დაკვირვების მიზნით;
Ø რებუსების ამოხსნა;
Ø მიჯრით
მიწყობილი სიტყვების ხაზით გამოყოფა;
Ø
გრძელ სიტყვაში მოკლე სიტყვის ამოცნობა;
Ø აბზაცში
წინადადებების, წინადადებაში სიტყვების რაოდენობის დათვლა;
Ø ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) წაკითხული ტექსტების თემის, მხატვრული ტექსტების
პერსონაჟების შესახებ (მათი ქცევის შეფასების მიზნით);
Ø ნაცნობი ტექსტის ალტერნატიული
სათაურის მოფიქრება;
Ø ამბის (ზღაპრის, მცირე ზომის მოთხრობის) დასასრულის შეცვლა;
Ø ილუსტრაციების დასათაურება;
Ø წაკითხული ტექსტის მიხედვით აპლიკაციების, კოლაჟების შექმნა;
Ø ლექსიკური სავარჯიშოები (მაგ.,საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვების
დაკავშირება: ცუდი - კარგი, ბოროტი - კეთილი);
Ø
წაკითხული ტექსტის სახელდახელო ინსცენირება
Ø
და სხვა.
|
|
|
მიმართულება: წერა
|
|
|
სტანდარტის შედეგები
|
I კლასის
შეფასების ინდიკატორები
|
|
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
|
მოსწავლე:
Ø
წერს მარტივ წინადადებებს,
ფრაზებს, მცირე ზომის ტექსტებს ნაცნობ თემებზე, გასაგებად გადმოსცემს აზრს;
Ø
ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
Ø
წარწერას უკეთებს ილუსტრაციას;
Ø
წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
Ø
წერს და აფორმებს მარტივი სახის პრაგმატულ ტექსტებს (მოდელის, საყრდენების,
მინიშნებების გამოყენებით).
|
|
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი
ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება;
კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
|
მოსწავლე:
Ø
აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად
არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და ა.შ.);
Ø
იცავს ხაზოვან სისტემაში ასოების განლაგების პრინციპს;
Ø
ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა
ასოს შესაბამისი მიმართულებით;
Ø
დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია;
Ø
წერს აკურატულად, იცავს კალიგრაფიის
საბაზისო პრინციპებს (მანძილს ასოებს, სიტყვებს, სტრიქონებს შორის, სხვ.);
Ø
სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა
და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
Ø
სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს
(და, მაგრამ...);
Ø
სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების
ბოლოს (წერტილს, კითხვის ნიშანს).
|
|
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების
გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø
იყენებს
მოდელს, მითითებებს/საყრდენებს (ტექსტების შედგენისა და სათანადოდ გაფორმების მიზნით);
Ø
სიტყვის დაწერამდე ჩუმი ხმით წარმოთქვამს
მას (დასაწერ სიტყვას);
Ø
სიტყვის წერისას ჩუმი ხმით ასახელებს
გამოსაყვანი ასოს შესაბამის ბგერას;
Ø
ხმადაბლა,
დამარცვლით გადაიკითხავს ნაწერს შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების მიზნით.
|
|
დავალებათა/აქტივობათა ნიმუშები:
Ø
ნაცნობი ასოს მოხაზულობის ჰაერში გამოსახვა (ხელის
სწორი მოძრაობით);
Ø
ასოების გამოძერწვა, გაფერადება, გამოწერა
წერტილების შეერთებით;
Ø სიტყვების/წინადადებების გადაწერა (წიგნიდან, დაფიდან);
Ø ნაცნობ თემაზე/საკითხზე მოცემული სიტყვებისგან წინადადებების შედგენა
და დაწერა;
Ø
მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით მარტივი წინადადებების შედგენა;
Ø
წინადადების/მცირე ზომის ტექსტის შედგენა ნაცნობ თემაზე საყრდენების (ჩარჩო-კონსტრუქციების)
გამოყენებით ან მათ გარეშე („ჩემი ოჯახი”,
„ჩემი მეგობარი” და სხვ.);
Ø
კარნახით წერა (ასოების, მარცვლების,
სიტყვების, წინადადებების);
Ø
ნაცნობი თემატიკის მარტივ ტექსტში
ნაკლული ინფორმაციის შევსება;
Ø მარტივი სახის მცირე ზომის პრაგმატული ტექსტების (მისალოცი/მოსაწვევი
ბარათის, წერილის, საყიდლების სიის, დღის რეჟიმის, გამაფრთხილებელი აბრის, საყვარელი
კერძების მენიუს) შედგენა მოდელის, მინიშნებების/საყრდენების გამოყენებით;
Ø მარტივი კითხვარის შევსება ბიოგრაფიული და/ან სხვა მონაცემებით (მაგ.,
„მე მქვია...“, „მე მიყვარს...“, სხვ.);
Ø არეული რიგით მოწოდებული სიტყვებისგან წინადადების/მცირე ზომის პრაგმატული
ტექსტის შედგენა (მაგ., გამაფრთხილებელი აბრის შექმნა სიტყვებისგან: „წესები, მოძრაობის,
დაიცავი“)
Ø და სხვა.
|
|
პროგრამის
შინაარსი:
შედეგების მიღწევა
შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1.
ინფორმაციის გაგება,
ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ბგერა და ასო; მარცვალი. კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება; მარტივი
წინადადების აგება; თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებების ინტონაციის გამოხატვა;
წინადადება - დასრულებული აზრი.
2.
ენის კომუნიკაციური
ასპექტები
ძირითადი თემატიკა:
მოსმენისა და საუბრის წესები; თავაზიანი მეტყველება; მეტყველების ეტიკეტური ფორმები
(მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა, თხოვნა); სიტყვიერი და
არასიტყვიერი კომუნიკაცია (ჟესტები, მიმიკა, ხმის დონეები, ინტონაცია); წერილობითი
ტექსტის გრაფიკული სტრუქტურა: ტექსტი, სათაური, ავტორი, აბზაცი, სტრიქონი,
წინადადება, განსხვავებული ტიპის შრიფტები, ილუსტრაციები.
3.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა:
მცირე ზომის ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე,
სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ცხოველებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე,
ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე.
საკითხავი მასალა:
ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები; მცირე ზომის ფოლკლორული
ტექსტები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები; ქართული და უცხოური საბავშვო
კლასიკა და თანამედროვე მწერლების ზღაპრები, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო
ლექსები
No comments:
Post a Comment