სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს,
ქალბატონ
ელენე ფუტკარაძეს
ამავე
სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნანა
არდიას
გ ა ნ ც
ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს, 2019 წლის თებერვლიდან ივნისის
ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლაში I/ბ კლასის ბაზაზე დაიწყოს
ფუნქციონირება ქართული ენისა და
ლიტერატურის წრემ ,,აი ია“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს მეხუთე გაკვეთილზე.
საწრეო მუშაობის მიზნებია:
· სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა;
· გაწაფულად კითხვა, ტექსტის კითხვა ხმამაღლა და გარკვევით;
· შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება;
· მართლმეტყველებისა და სამეტყველო
ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა;
· არავერბალური საშუალებების (ჟესტის, მიმიკის, ინტონაციის) შერჩევა
პერსონაჟებისათვის;
· გმირების მოქმედებების, გრძნობების, ემოციური მდგომარეობის ამოცნობა
და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
· როლების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით, სცენების
გათამაშება;
· სცენარის გმირების მსგავსი პერსონაჟების გახსენება მულტფილმებიდან,
ფილმებიდან, მოსმენილი და წაკითხული ნაწარმოებებიდან;
· პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის,
მასში განხილული საკითხების მიმართ: ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის,მისი/მათი ქცევის
შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა
წრემ ამა წლის 15 თებერვლიდან დაიწყოს მუშაობა.
12.02.2019
წელი
განცხადება
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლაში I/ბ კლასის ბაზაზე გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე
,,აი ია“. წრე ფუნქციონირებას იწყებს 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლთ.
საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს მეხუთე გაკვეთილზე. მსურველებს გთხოვთ,
გაერთიანდეთ.
ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,,თეატრონი“
წრის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ნანა არდია
12.02. 2019 წელი.
No comments:
Post a Comment